მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტს. პროგრამის მიზანია: საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, რეგიონებში მეწარმე სუბიექტების მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში

უკვე დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნეს იდეა?
ნახეთ რა აქტივობებია თქვენთვის დაგეგმილი

ჯერ არ დაგირეგისტრირებიათ თქვენი ბიზნეს იდეა?
იჩქარეთ, რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 31/05/2017

დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნეს იდეა

პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარი, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში შესაბამისად - 15 000 ლარი, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარება, ტრენინგების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.

თანადაფინანსების მოსაპოვებლად მეწარმე სუბიექტები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს, რომელიც გულისხმობს მონაწილეობას ბიზნეს იდეის და შემდგომში ბიზნეს გეგმის კონკურსებში. კონკურსებს შორის მეწარმეები გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგს. მეწარმეების თანადაფინანსება მოხდება მათ მიერ ბიზნეს გეგმის სპეციალური კომისიისთვის წარდგენის და ადგილზე შემოწმების შედეგად.