მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმე სუბიექტების მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას ერთ მეწარმე სუბიექტზე არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით ბენეფიციარის მხრიდან 20% თანამონაწილეობით ხოლო არსებული ბენეფიციარების შემთხვევაში - 50% თანამონაწილეობა) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარება, ტრენინგების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.
თანადაფინანსების მოსაპოვებლად მეწარმე სუბიექტები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს, რომელიც გულისხმობს მონაწილეობას ბიზნეს იდეის და შემდგომში ბიზნეს გეგმის კონკურსში. კონკურსებს შორის მეწარმეები გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგს. მეწარმეების თანადაფინანსება მოხდება მათ მიერ ბიზნეს გეგმის სპეციალური კომისიისთვის წარდგენის და ადგილზე შემოწმების შედეგად.
შენიშვნა: პროგრამის არსებული ბენეფიციარები/მოსარგებლე მეორე ეტაპზე წარადგენს მხოლოდ ბიზნესგეგმას.